მხატვრული ფილმის “ექვთიმე ღვთისკაცის” კინოჩვენება (22 ოქტომბერი 2018 წ.)

2018 წლის 22 ოქტომბერს, ათონის დარბაზში გაიმართა ახალი, ქართული, მხატვრული ფილმის, “ექვთიმე ღვთისკაცის” კინოჩვენება. ჩვენების დასასრულს ფილმის რეჟისორმა, ნიკოლოზ ხომასურიძემ და შემოქმედებითმა ჯგუფმა, ისაუბრეს ფილმის იდეის გაჩენისა და ჩამოყალიბების შესახებ, გაიხსენეს საინტერესო ფაქტები გადაღების პროცესიდან და უპასუხეს მაყურებლის შეკითხვებს. ფოტო ალბომი ვიდეო

შეხვედრა ნანა ჩაჩუასთან (19 ოქტომბერი 2018 წ.)

2018 წლის 19 ოქტომბერს, ათონის დარბაზში გაიმართა შეხვედრა ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუასთან. საუბრის ძირითადი თემა იყო დღევანდელი ადამიანის წინაშე მდგომი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა – ემოციათა რეგულაცია. დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა კითხვები დაესვათ და გასაუბრებოდნენ მოწვეულ სტუმარს.   ფოტო ალბომი   ვიდეო 

შეხვედრა გია ბაღაშვილთან (2 ოქტომბერი 2018 წ.)

2018 წლის 2 ოქტომბერს, ათონის დარბაზმა უმასპინძლა ცნობილ მუსიკოსს, ფოლკლორისტსა და ხელოვნებათმცოდნეს გია ბაღაშვილს. სტუმარმა ისაუბრა ქართული სამუსიკო ხელოვნების, უფრო კონკრეტულად კი -ეროვნული ფოლკლორული მემკვიდრეობის მნიშვნელოვნების, მისით საერთაშორისო მასშტაბის დაინტერესების, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან გაზიარებული გამოცდილების შესახებ. შეხვედრას არ ჩაუვლია იუმორის, მუსიკისა და სიმღერის გარეშე: ბატონმა გიამ დაუკრა და შეასრულა სიმღერა მეუღლესთან ერთად, გაიხსენა არაერთი სახალისო […]