ლევან გიგინეიშვილი – “ვეფხისტყაოსნის” ფილოსოფია

23 ნოემბერს, ათონის დარბაზს ესტუმრა ფილოლოგი, პროფესორი ლევან გიგინეიშვილი თემით “ვეფხისტყაოსნის” ფილოსოფია. სტუმარმა ისაუბრა პოემის შინაარსების აქამდე უცნობ და ახალ ხედვებზე, მაყურებელს გააცნო ბოლო დროის მიგნებები. შეხვედრის მეორე ნაწილი, ტრადიციისამებრ, კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო – დამსწრეებმა სტუმარს დაუსვეს მათთვის საინტერესო კითხვები, გამოთქვეს საკუთარი აზრი. ფოტო ალბომი

შეხვედრა ზურაბ კიკნაძესთან (16 ნოემბერი 2018 წ.)

2018 წლის 16 ნოემბერს, ათონის დარბაზში გაიმართა შეხვედრა ორიენტალისტთან და ბიბლეისტთან, ილიას უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორ – ზურაბ კიკნაძესთან თემაზე “პ ი რ ო ვ ნ ე ბ ა”. შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო ტრადიციულ კითხვა-პასუხის რეჟიმს – დამსწრეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს.    ფოტო ალბომი   ვიდეო

შვიდკაცა ათონის დარბაზში (1 ნოემბერი 2018 წ.)

2018 წლის პირველ ნოემბერს ათონის დარბაზის ისტორიას კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო შეემატა – სასცენო მოღვაწეობის 20 წლისთავთან დაკავშირებით, ჩვენ ანსამბლი “შვიდკაცა” გვესტუმრა.  სტუმრებმა გაიხსენეს სეპტეტის ჩამოყალიბების ისტორია, წევრების არჩევანის განმსაზღვრელი ფაქტორები, გვიამბეს უახლესი გამოცდილებებისა და პროფესიული აღმოჩენების შესახებ; უპასუხეს ბლიც კითხვებს და მაყურებლისთვის ასე საინტერესო შეკითხვას იმის შესახებ, თუ რისი სიმღერა უყვართ ყველაზე მეტად. არავინ […]