მეგი გოგიტიძის შემოქმედებითი საღამო (30 დეკემბერი 2018წ)

2018 წლის ბოლო ღონისძიებამ ათონის დარბაზში განსაკუთრებული დღესასწაული მოუწყო ახალი ქართული მუსიკისა და პოეზიის მოყვარულებს. კვირას, 30 დეკემბერს ათონის დარბაზს სტუმრობდა ახალგაზრდა ქართველი მომღერალი და სიმღერების ავტორი, მეგი გოგიტიძე. სტუმარმა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი განუმეორებელი ხელწერით შეასრულა, როგორც თავისი ყველასთვის ცნობილი და საყვარელი სიმღერები, ასევე სრულიად ახალი კომპოზიცია, რომელსაც მსმენელი უახლოეს პერიოდში მოისმენს. ფოტო ალბომი

შეხვედრა მურმან ჯინორიასთან (27 დეკემბერი 2018წ)

2018 წლის 27 დეკემბერს ათონის დარბაზში მსახიობმა მურმან ჯინორიამ ნამდვილი დღესასწაული მოუწყო პოეზიისა და სამსახიობო ოსტატობის მოყვარულებს. ქართველმა მსახიობმა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, უნიკალური წესით წაიკითხა გალაკტიონ ტაბიძის, ილია ჭავჭავაძის, ტერენტი გრანელის, შოთა ნიშნიაძინის, მურმან ლებანიძისა და სხვათა ლექსები. შეხვედრა სალონურ ფორმატში წარიმართა: სტუმრის ლექსებს ცვლიდა მაყურებლის ოვაცია და კითხვები, რომლებიც ეხებოდა ლექსის წაკითხვის ხელობას, ათასიდან […]

შეხვედრა თემურ რამიშვილთან (4 დეკემბერი 2018წ)

2018 წლის 4 დეკემბერს, ათონის დარბაზს ესტუმრა საბრძოლო ხელოვნების ექსპერტი, თემურ რამიშვილი თემით: “საბრძოლო ხელოვნების როლი ბავშვის აღზრდაში”. შეხვედრის მეორე ნაწილი ჩვეულებისამებრ, დაეთმო კითხვა-პასუხის რეჟიმს. დამსწრეებმა სტუმარს დაუსვეს მათთვის საინტერესო კითხვები.   ფოტო ალბომი  

ჰამლეტ გონაშვილის ხსოვნის საღამო (13 დეკემბერი 2018წ)

2018 წლის 13 დეკემბერს, ათონის დარბაზში “ფიქრები საქართველოზე” შეხვედრათა ციკლის ფორმატში გაიმართა ქართველი მომღერლის, სახალხო მოლექსის, საქართველოს სახალხო არტისტისა და ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული ტენორის, ჰამლეტ გონაშვილის დაბადებიდან საიუბილეო, 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საგუნდო დირიჟორი და ხალხური სიმღერების შემკრები ანზორ ერქომაიშვილი. სტუმარმა გაიხსენა ლეგენდარულ მომღერალთან დაკავშირებული ისტორიები, […]

,,ქაღალდის თვითმფრინავის ბიჭები” (6 დეკემბერი 2018წ.)

2018 წლი 6 დეკემბერს, ათონის დარბაზში გაიმართა ახალგაზრდა პოეტების: თორნიკე ნაროზაულის, ალექსანდრე შურღაიას და ირაკლი დეისაძის პოეზიის საღამო სახელწოდებით “ქაღალდის თვითმფრინავები”. პოეტებმა წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება, რომლის მთავარი მამოძრავებელი არის სიყვარული, რომელზეც დაშენებულია მთელი მათი პოეზია. წერენ ღმერთზე, რომელიც, ასევე, სავსეა მიღმიერის ძიების წყურვილით. შეხვედრის დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ გამოხატა თავისი დადებითი დამოკიდებულება მოწვეული სტუმრების მიმართ და […]

ფილმის „The Green Mile” ჩვენება-განხილვა (20 დეკემბერი 2018წ)

2018 წლის 20 დეკემბერს, ათონის დარბაზში გაიმართა ფილმის „მწვანე ბილიკი/The Green Mile” ჩვენება-განხილვა. საღამოს გაუძღვა ფსიქიატრი დავით ანდღულაძე, რომელმაც ინტერაქციულ რეჟიმში განიხილა ფილმში წარმოდგენილი სიმბოლოები და ალეგორიები. სტუმარმა განხილვისას განმარტა, რომ ფილმი ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გვაფიქრებს, როგორიცაა არჩევანის საკითხი საკუთარ თავთან და ერთმანეთთან. მსჯელობის დროს წარმოიშვა მრავალი საინტერესო კითხვა, რამაც აუდიტორიას საშუალება მისცა უფრო კარგად […]