ჰამლეტ გონაშვილის ხსოვნის საღამო (13 დეკემბერი 2018წ)


2018 წლის 13 დეკემბერს, ათონის დარბაზში “ფიქრები საქართველოზე” შეხვედრათა ციკლის ფორმატში გაიმართა ქართველი მომღერლის, სახალხო მოლექსის, საქართველოს სახალხო არტისტისა და ქართველთა მიერ „საქართველოს ხმად“ აღიარებული ტენორის, ჰამლეტ გონაშვილის დაბადებიდან საიუბილეო, 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო, რომელსაც უძღვებოდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, საგუნდო დირიჟორი და ხალხური სიმღერების შემკრები ანზორ ერქომაიშვილი. სტუმარმა გაიხსენა ლეგენდარულ მომღერალთან დაკავშირებული ისტორიები, მასთან მუშაობისას თავს გადახდენილი საინტერესო მოვლენები, მისი უნიკალური პიროვნული მახასიათებლები; წარადგინა ძველი და იშვიათი ვიდეომასალა. საღამოს განსაკუთრებული სტუმრები გახლდნენ ჰამლეტ გონაშვილის ოჯახი: მეუღლე, შვილები და შვილიშვილები. 

 

ვიდეო

ჰამლეტ გონაშვილის ხსოვნის საღამო ათონის დარბაზში

Posted by ათონის დარბაზი ❲atonis darbazi❳ on Monday, 17 December 2018

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


Warning: Use of undefined constant testmode - assumed 'testmode' (this will throw an Error in a future version of PHP) in /home/u129717896/public_html/wp-content/plugins/a-my-custom-plugin/index.php on line 143