შეხვედრა ირაკლი ლომოურთან (23 ნოემბერი)


23 ნოემბერი  2017, სტუმარი გახლავთ – ირაკლი ლომოური

 

ბმულები:

 

ფოტო-ალბომი:

(დროებით ცარიელია)

 

ვიდეო-ჩანაწერები:

(დროებით ცარიელია)

 

მოკლე ბიოგრაფია

დაიბადა 1959 წლის 12 აპრილს. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი ირანის ისტორიის სპეციალობით.
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
პირველი მოთხრობა „შემთხვევა“ გამოაქვეყნა ჟურნალ „ცისკრის“ დამატება „ნობათში“ 1982 წელს.
მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, საქართველოს სულიერი კულტურის ეთნოგრაფიული შესწავლის განყოფილებაში.
1989–1991 წლებში – გაზეთების “საქართველო” და “თავისუფალი საქართველო” რედაქციებში.
1992–1996 წლებში იყო საპატრიარქოს ბიბლიოთეკის გამგე და იმავდროულად სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.
სხვადასხვა დროს ასწავლიდა ისტორიასა და რელიგიის ისტორიას თბილისის სკოლებში, ასევე კითხულობდა ლექციებს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში.
იყო ჟურნალ “დილას” დამატების პასუხისმგებელი რედაქტორი.
გამოცემული აქვს გაზეთ “საოჯახო საკითხავის” ერთადერთი ნომერი 1995 წელს. 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *


Warning: Use of undefined constant testmode - assumed 'testmode' (this will throw an Error in a future version of PHP) in /home/u129717896/public_html/wp-content/plugins/a-my-custom-plugin/index.php on line 143