2 ივლისი, 2022

მაია ბარათაშვილის და გიორგი მელიქიშვილის ჯაზის საღამო

2019 წლის 5 დეკემბერს, ათონის დარბაზი თავისუფლების სულს – ჯაზს უმასპინძლა.

საღამოზე, გაიჟღერა კარგად ნაცნობმა და უცნობმა ამერიკულმა და ქართულმა მუსიკამ.

სტუმარი იყო მაია ბარათაშვილის (ვოკალი/ფორტეპიანო) და გიორგი მელიქიშვილის (არანჟირება/გიტარა/ვოკალი) ჯაზ დუეტი.

მოკლედ ჩვენი სტუმრების შესახებ:

მაია ბარათაშვილი 

  • თბილისის „ბიგ-ბენდის“ სოლისტი 1996 წლიდან.
  • „ახალი ორლეანის დღეების“ მონაწილე და თანაავტორი Sharon Martin-თან და მის ბენდთან ერთად.
  • 2017 წელს ონლაინ ამერიკულ კონკურსში Made in New York Jazz competition ჟიურიმ ტოპ 2 სოლო ვოკალურ კატეგორიაში (top 2 in solo vocal category) დაასახელა საუკეთესოდ; ჯაზ–მომღერალად.

ეს მისი ვრცელი შემოქმედებითი ბიოგრაფიის მხოლოდ ორი მონაკვეთია.

გიორგი მელიქიშვილი

  • დრამერი, პერკუსიონისტი, კომპოზიტორი და მომღერალი.
  • “New York City Jazz Record”-მა მას ნიუ – იორკის ჯაზის და მსოფლიო მუსიკის სცენის ვეტერანი უწოდა.
  • არის Magna Cum Laude-ისა და Berklee College Of Music-ის წარჩინებული სტიპენდიანტი.
  • დაკრული აქვს მსოფლიო დონის ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან: Esperanza Spaldingi, Mino Cinelu, Lionel Loueke, Leo Genovese, Badal Roy, Dom Salvadori, Gabriel Grossi, Leni Sterni და მრავალი სხვა.
  • საკონცერტო მოღვაწეობა: Carnegie Hall, Blue Note, Jazz Standard, Smoke, Irridium, World Cafe Live, The Deer Head Inn…
გაზიარება

კომენტარის დატოვება