2 ივლისი, 2022

შვიდკაცა სცენის მიღმა

3 ოქტომბერს ათონის დარბაზში საზეიმოდ გაიხსნა ღონისძიებათა ახალი სეზონი ჩვენს მეგობრებთან, ანსამბლ „შვიდკაცასთან“ ერთად.

საშემოდგომო განწყობა, ბევრი მხიარული ისტორია, თბილი და სადღესასწაულო გარემო სანთლების შუქზე და გემოვნებიანი ქართული მუსიკა, არის ის, რაც გაგვახსენდება ამ საღამოზე საუბრისას.

გახსნას არ ჩაუვლია ზეიმისთვის ყველა საჭირო ატრიბუტის გარეშე: თეთრი და ვარდისფერი ცქრიალა ღვინო ჩვენი მეგობარი კომპანია “თელავის ღვინის მარნისგან” @TelaviWineCellar იყო საღამოს დამაგვირგვინებელი აკორდი ჩვენი ქვეყნის მთავარი კომპოზიტორის, გია ყანჩელის უკვდავი მუსიკის ფონზე. ჩვენ ვმადლობთ ჩვენს მეგობარ კომპანიას სტუმრების გამასპინძლებისა და საჩუქრებისთვის.

გაზიარება

კომენტარის დატოვება