29 ნოემბერი, 2022

,,ქაღალდის თვითმფრინავის ბიჭები”

2018 წლი 6 დეკემბერს, ათონის დარბაზში გაიმართა ახალგაზრდა პოეტების: თორნიკე ნაროზაულის, ალექსანდრე შურღაიას და ირაკლი დეისაძის პოეზიის საღამო სახელწოდებით

“ქაღალდის თვითმფრინავები”

პოეტებმა წარმოადგინეს თავიანთი შემოქმედება, რომლის მთავარი მამოძრავებელი არის სიყვარული, რომელზეც დაშენებულია მთელი მათი პოეზია. წერენ ღმერთზე, რომელიც, ასევე, სავსეა მიღმიერის ძიების წყურვილით. შეხვედრის დასასრულს დამსწრე საზოგადოებამ გამოხატა თავისი დადებითი დამოკიდებულება მოწვეული სტუმრების მიმართ და დაუსვეს მათთვის საინტერესო კითხვები.

შეგახსენებთ, რომ სამი წელია, რაც ახალგაზრდა შემოქმედებმა საფუძველი ჩაუყარეს პოეზიის საღამოების ციკლს – “ქაღალდის თვითმფრინავები”, რომელიც დღემდე გრძელდება.

გაზიარება

კომენტარის დატოვება