2018 წლის 2 ოქტომბერს, ათონის დარბაზმა უმასპინძლა ცნობილ მუსიკოსს, ფოლკლორისტსა და ხელოვნებათმცოდნეს გია ბაღაშვილს.
სტუმარმა ისაუბრა ქართული სამუსიკო ხელოვნების, უფრო კონკრეტულად კი -ეროვნული ფოლკლორული მემკვიდრეობის მნიშვნელოვნების, მისით საერთაშორისო მასშტაბის დაინტერესების, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან გაზიარებული გამოცდილების შესახებ.
შეხვედრას არ ჩაუვლია იუმორის, მუსიკისა და სიმღერის გარეშე: ბატონმა გიამ დაუკრა და შეასრულა სიმღერა მეუღლესთან ერთად, გაიხსენა არაერთი სახალისო ისტორია.
კომენტარის დატოვება
კომენტარის დასატოვებლად უნდა გაიაროთ ავტორიზაცია.