29 ნოემბერი, 2022

შეხვედრა ნუკრი კაპანაძესთან (24 თებერვალი)

2017 წლის 24 თებერვალი 2017 გაიმართა საჯარო შეხვედრა მომღერალ ნუკრი კაპანაძესთან.

მომღერალი ნუკრი კაპანაძე ადრეული ასაკიდანვე სცენასთან იყო ახლოს. იყო ანსამბლი „თაიგული“-ს წევრი, რომლის არსებობაც დაკავშირებული იყო იშხნელების ოჯახთან…ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდგონ „გეპეის თეატრში შეიქმნა არაჩვეულებრივი ტრიო – ნუკრი კაპანაძის, მაია ჩაჩიბაიას და მარიამ ბედოშვილის შემადგენლობით და დაიწყო სტუდენტურ–შემოქმდებითი ცხოვრება. კომპოზიტორები უკვე თავად წერდნენ სიმღერებს ტრიოსთვის, შემდგომ კი ნელნელა გასცდნენ ლოკალურ საზღვრებს და გადაინაცვლეს ქართულ ესტრადაზე …ამას მოჰყვა დუეტები არაჩვეულებრივ შემსრულებლებთან.

შემოქმედებითი ეტაპების გავლის შემდეგ სოლო კარიერაც დაიწყო, დაახლოებით 30 წლის ასაკში. ჩაწერა სიმღერები და ალბომები: „ნუშების თოვლი“, „არეული“ და „ნუკრი ლექსითა და საკრავით“ . ეს უკანასკნელი განსაკუთრებულად მოსწონს. რათქმაუნდა მას შემდეგაც ფართოდ აგრძელებს მის მუსიკალურ საქმიანობას. მღერის ძირითადად ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.მომღერალი არერთი კონკურსის გამარჯვებულია.. მიღებული აქვს უამრავი სახელმწიფი ჯილდო… თუმცა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო ადამიანების სიყვარულია…

გაზიარება

კომენტარის დატოვება